28 მარტს გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ხვალ, 28 მარტს გლდანის ციხესთან პოლიტიკოსი გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსურველები აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
"ვისაც ეჭვი არ ეპარება გოგი წულაიას სიმართლეში გელოდებით ყველას 28 მარტს 14:00 საათზე გლდანის ციხესთან დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში !"-
შეგახსენებთ, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
პოლიტიკოსი, რომელსაც გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გადატანილი და ძშაქრიანი დიაბეტი აქვს, მეცხრე დღეა საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა