ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბანში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

27 მაისი, 2022 • ნიუპრესი • 16

გარდაბანში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

დღესასწაული მოსახლეობას გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა მიულოცა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ქ.გარდაბანში, 26 მაისი, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში კულტურისა და ახალგაზრდობის პარკში ადგილობრივი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო მასალისა და ფერწერული ტილოების გამოფენა. “ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ურყევი ნება და სურვილი ევროპულ ოჯახში სწრაფვისკენ, სწორედ იმ ღირებულებების გაგრძელებაა რაც 104 წლის წინ ურყევი ნებით მოვიპოვეთ”, – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

თეგები: თვითმმართველობა