ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

28 მაისი, 2022 • ნიუპრესი • 15

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“ შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად […]

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“

შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

თეგები: პოლიტიკა