ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის პოლიტიკაში შემოყვანას განიხილავს

29 მაისი, 2022 • ნიუპრესი • 11

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის პოლიტიკაში შემოყვანას განიხილავს

მედიის ცნობით, რომ კატერინა ტიხანოვას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის, პარლამენტში გადაყვანას განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail წერს.

მედიის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ლიდერი გახდეს.

“პუტინის ახლო გარემოცვამ კვლავ დაიწყო საუბარი ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელობაში ელიტებისთვის კონსენსუსის ფიგურის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებდა და უზრუნველყოფდა არსებულ სტატუს კვოსა და ძალაუფლების უწყვეტობას”,- ნათქვამია ტელეგრამ არხზე.

მედიის ცნობით, რომ კატერინა ტიხანოვას თანამდებობის საკითხი პარტიაში ახლაც აქტიურად განიხილება და მის კანდიდატურას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.

თეგები: უცხოეთი