ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

16 ივნისი, 2022 • ნესტან ჩაგელიშვილი • 10

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო.

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსულია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თეგები: სამართალი