1-ელი ივლისიდან ქუთაისში, გორაზე და ჭომის დასახლებაში, სატესტო რეჟიმში ახალი მიკროავტობუსები იმუშავებს, – ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მიკროავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ვაჟა ფშაველა – ნიკოლაძის ქუჩების მიმართულებით; გორკი-ჭაბუკიანის ქუჩების მიმართულებით; ყაზბეგი-ჩანჩიბაძის ქუჩების მიმართულებით; ასლანიკაშვილის ქუჩაზე. სატესტო პერიოდში მგზავრობა აღნიშნულ სვლა-გეზებზე იქნება უფასო. მიკროავტობუსებს გასვლა ექნებათ ყოველ ნახევარ საათში, წითელი ხიდის და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებიდან.
ქუთაისში, გორაზე და ჭომის დასახლებაში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს
1 ივლისი, 2022 • ნიუპრესი • 13
სატესტო პერიოდში მგზავრობა აღნიშნულ სვლა-გეზებზე იქნება უფასო.
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები