ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაბანში აგრარული საწარმოები და კოოპერატივები დაათვალიერეს

7 ივლისი, 2022 • ნიუპრესი • 11

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაბანში აგრარული  საწარმოები და კოოპერატივები დაათვალიერეს

მუნიციპალიტეტში პარლამენტარი ნინო წილოსანი იმყოფებოდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტში აგრარული მიმართულებით მომუშავე საწარმოების ხელმძღვანელებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, მუნიციპლიტეტში ხალიჩების წარმოების, მცირე ტიპის საწარმოს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო დასაქმებულთა სამუშაო პირობებს. მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, ნინო წილოსანი ასევე გაეცნო მაღალტექნოლოგიური საწარმოს მუშაობას, ადგილზე დაათვალიერა, კომპანია „პლანტას“ პროდუქცია , რომლითაც საქართველოს და ევროპის ბაზარი მარაგდება.

თეგები: თვითმმართველობა