ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოსო გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას უკავშირდება -სუსი

16 ივლისი, 2022 • ნიუპრესი • 10

სოსო გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას უკავშირდება -სუსი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს.

როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

სავარაუდოდ, დამატებით ინფორმაციას სუსი მოგვიანებით გაავრცელებს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. სპეცოპერაციის კადრებს Facebook-ზე მისი ოჯახის წევრი ავრცელებს.

გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ჩატარდა.

თეგები: სამართალი