გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, რაგბში საქართველო-პორტუგალიის ნაკრების თამაშისთვის, თვალი ედევნებინათ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე. ადგილობრივებთან ერთად, ეროვნულ ნაკრებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მისი მოადგილე ნიკა კობახიძე გულშემატკივრობდნენ. ცნობისთვის, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, სოფელ სართიჭალაში მცხოვრები ვლადიმერ ჩაჩანიძე თამაშობს, რომელიც დღევანდელ თამაშში 4 ნომრით ასპარეზობდა. 
იტალიასთან ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ამჯერად პორტუგალიის ნაკრები 23:14 დაამარცხეს
16 ივლისი, 2022 • ნიუპრესი • 15
ოფელ სართიჭალის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, რაგბში საქართველო-პორტუგალიის ნაკრების თამაშისთვის, თვალი ედევნებინათ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე.
თეგები: თვითმმართველობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები