ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოფელ ქესალოში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას შეხვდნენ

20 ივლისი, 2022 • ნიუპრესი • 15

სოფელ ქესალოში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები მოსახლეობას შეხვდნენ

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, მიზნობრივ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქესალოში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, გარდაბნის მერის მოადგილეებმა, ვახტანგ გაგუამ და ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სამირ ხიალოვმა და საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობისგან დეტალურად მოისმინეს, მათი საჭიროებები და კანონის შესაბამისად საკითხების გადაჭრაში დახმარება აღუთქვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, მიზნობრივ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.

თეგები: თვითმმართველობა