ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში-SEPA-ში გაწევრიანდება

27 ივლისი, 2022 • Newpress • 14

საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში-SEPA-ში გაწევრიანდება

საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების საკითხზე, პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების საკითხზე, პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ეროვნული ბანკის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

“ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება, რაც სასარგებლოა, როგორც ბიზნესისთვის ასევე მოქალაქეებისთვის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სასურველია, საქართველომ SEPA-ში გასაწევრიანებლად განაცხადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დროულად დაასრულოს და მომზადდეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც SEPA-ს კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
შეხვედრაზე ისაუბრეს SEPA-ს გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის დროულ წარმართვას.

თეგები: ეკონომიკა