ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობა ევროკავშირის TWINNG პროექტით განხორციელდება

29 ივლისი, 2022 • ნიუპრესი • 17

საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობა ევროკავშირის  TWINNG პროექტით განხორციელდება

ევროკავშირი TWINNG -ის პროექტს საქართველოს პარლამენტში პირველად იწყებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ევროკავშირის ორ წლიან TWINNG პროექტს – „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას“ იწყებს. აღნიშნულ საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე TWINNG პროექტის რეგიონალურ კორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ევროკავშირი TWINNG -ის პროექტს საქართველოს პარლამენტში პირველად იწყებს და მისი თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამოცდილება.

პროექტის კორდინატორმა, სიუზან ნოლანმა აღნიშნა, რომ TWINNG-ის პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა ასევე მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

თეგები: ეკონომიკა