ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებებს განიხილავს

6 სექტემბერი, 2022 • ნიუპრესი • 13

პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებებს განიხილავს

პროექტი დღესვე გავა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს. ცვლილებების პროექტი, სავარაუდოდ, დღესვე გავა პლენარულ სხდომაზეც.

მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება.

ამასთან, “ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ძირითადი ნორმა ომბუდსმენის არჩევის შემდეგ წესს ითვალისწინებს: სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი წარუდგენს.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. კენჭისყრა ფარულია.

თეგები: პოლიტიკა