ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა

9 სექტემბერი, 2022 • ნიუპრესი • 10

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან  გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა

ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გავრცელდა..

ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო -ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.

შესაბამისად, ამიერიდან სავიზო კოდექსის ზოგადი წესები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზეც გავრცელდება. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ნიშნავს:

  • ვიზის მოსაკრებლის გაზრდა 35-დან 80 ევრომდე,
  • დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების საჭიროება,
  • ვიზის დამუშავების დროის გაზრდა,
  • მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესების გამკაცრება.

თეგები: უცხოეთი