ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

21 სექტემბერი, 2022 • ნიუპრესი • 20

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

პუტინმა სატალევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სამუშაოები დღეს დაიწყება.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება”,- განაცხადა მან.

რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.

თეგები: უცხოეთი