ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნუგეშა გაგნიძე “საბა 2022” წლის გამარჯვებულია

22 სექტემბერი, 2022 • ნიუპრესი • 17

ნუგეშა გაგნიძე “საბა 2022”  წლის გამარჯვებულია

„ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქაძე“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიად იქნა მიჩნეული.

ქუთაისელი პროფესორი ნუგეშა გაგნიძე “საბა 2022” წლის გამარჯვებულია, ნომინაციაში “წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” მისი ნაშრომი „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქაძე“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიად იქნა მიჩნეული.

“იმ წლიდან, რაც კრიტიკის ნომინაცია ცალკე გამოიყო, ლიტერატურულ წრეებში განსაკუთრებული მოლოდინია – აბა, წელს როგორი წიგნები იქნება წარდგენილი? იქნება თუ არა საერთოდ, როგორია წლის ლიტერატურული კრიტიკის მოსავალი? წელს ამ ნომინაციაში ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურული ტექსტების შესახებ დაწერილი მასშტაბური და კვალიფიციური ნაშრომები ვიხილეთ. ხოლო გამარჯვებული ნუგეშა გაგნიძის „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქაძე“ არის, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიის ნიმუში”, – აცხადებენ ლიტარატურული კონკურსის ორგანიზატორები.

თეგები: კულტურა