ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის თოჯინების თეატრში ახალი 76-ე, თეატრალური სეზონი გაიხსნა

7 ოქტომბერი, 2022 • ნიუპრესი • 22

ქუთაისის თოჯინების თეატრში ახალი 76-ე, თეატრალური სეზონი გაიხსნა

თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს სპექტაკლი „ალადინის ჯადოსნური ლამპარი” წარმოუდგინა.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი თეატრალური სეზონი გაიხსნა. თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს სპექტაკლი „ალადინის ჯადოსნური ლამპარი” წარმოუდგინა. თეატრალური სეზონის გახსნას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ახალი თეატრალური სეზონი დაიწყო დღეს ქუთაისში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 76-ე სეზონი გახსნა .