ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა

10 ოქტომბერი, 2022 • ნიუპრესი • 15

გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა

მონასწრის წინამძღვრის კელია დაიწვა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციასა და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მონასტერში 10 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო- დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.

ზუსტი მონაცემები, რა ოდენობის ფართობი დაიწვა, ჯერჯერობით არაა ცნობილი.

თეგები: კულტურა