29 მარტს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
29 მარტს ქუთაისის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება -ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:
11:00-დან 14:00 საათამდე - 1879 აბონენტს რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, ფარნავაზ მეფის, გველესიანის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 17:00 საათამდე - 448 აბონენტს ვაჟა ფშაველას, დები იშხნელების, გ.ტაბიძის, რუსთაველის, ცაცხვების და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:35
13:33
14:39
12:35
















