ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთში 7,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

6 თებერვალი, 2023 • ნიუპრესი • 15

თურქეთში 7,5 მაგნიტუდის  განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კახამანმარასთან დაფიქსირდა.

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კახამანმარასთან დაფიქსირდა.

პირველი მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

თეგები: უცხოეთი