ნეაპოლში 38 წლის ქართველი დააკავეს, ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდამისჯილი.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.
მამაკაცს 10 წლით პატიმრობა 2012 წელს საბერძნეთის სასამართლომ მიუსაჯა.