ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვის შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ბრილიანტები საქართველოში?- დაკავებულია ერთი პირი

12 სექტემბერი, 2023 • Newpress • 11

ვის შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ბრილიანტები საქართველოში?- დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაული შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: სამართალი