ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოიკლო თუ მოიმატა ფასებმა – რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

3 ოქტომბერი, 2023 • Newpress • 17

მოიკლო თუ  მოიმატა ფასებმა – რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, კომუნალური გადასახადების – წყალი, ელ.ენერგია და აირი – ფასები მომატებულია 5.1 პროცენტით.

ფასები 11.7 პროცენტით გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე, ასევე 11.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელზე ფაქტობრივი გადასახადის კუთხით;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია 27.9 პროცენტით – საფინანსო მომსახურებაზე და 5.7 პროცენტით პირადი ჰიგიენაზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც 0.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების – 6.0 პროცენტით, ისე თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფებზე – 5.3 პროცენტით;

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.7-პროცენტიანი კლება, რაც – 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე – -14.1 პროცენტით. ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 11.7 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 8.9 პროცენტით;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3 პროცენტით, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – -8.0 პროცენტით.

ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე – 3.5 პროცენტით და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 1.8 პროცენტით.

თეგები: ეკონომიკა