ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

Wizz Air-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

9 ოქტომბერი, 2023 • ნიუპრესი • 15

Wizz Air-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

ამის შესახებ განცხადება კომპანიამ გააკეთა.

Wizz Air-მა განაცხადა, რომ ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ განცხადება კომპანიამ გააკეთა.

“ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით,” – ამბობენ კომპანიაში.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ​ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

თეგები: უცხოეთი