October 15, 2023

„ილო 2023“-ის გამარჯვებული მალხაზ ახვლედიანი გახდა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო 2023″ დასრულდა. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. საერთაშორისო, პროფესიონალურმა ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზების მფლობელები: ” ფესტივალი ” ილო 2023 “-ის გამარჯვებული გახდა და გრან პრი მოიპოვა ფოტომ “დაღლილი, ჩაძინებული ილო “, ავტორი – მალხაზ ახვლედიანი. I ადგილი – გელა პატიაშვილი, “ქალის პორტრეტი პროფილში”; ll ადგილი – მორის ბენსიმონი (საფრანგეთი), “ქალის პორტრეტი”; lll ადგილი – იგორ გაიდაი (უკრაინა) , ჯგუფური პორტრეტი “დედები და ბავშვები”. 20 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებულია ანა დემეტრაშვილი, ფოტოსათვის “კონცერტამდე”. ჟიურის სპეციალური პრიზი “ფესტივალის აღმოჩენა” გადაეცა ვილი ფილცს ( ბელგია), ფოტოსათვის “ქალი და ქათამი” მადლიერების დიპლომებით დაჯილდოვდნენ ნატალი ტუფენკჯიანი, იური მეჩითოვი და ბერტრან ლისბონი. პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს. საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ილო” ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.