27 ოტომბერს , 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს რევაზ ლაღიძის სამ მოქმედებიანი ოპერა „ლელას“ აღდგენილ – განახლებული სპექტაკლის პრემიერას.
ოპერის აღდგენაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა: დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი – ვახტანგ უშვერიძე, ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ლელა – თამარ ლებანიძე, ბერდო – მიხეილ ქებაძე, გელა – ბაკურ კვირიკაშვილი, შერგილი – გივი გიგინეიშვილი, მოზარე – ირმა შავგულიძე, მლოცველი – ემილ ჩარგაზია. თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი.
სპექტაკლი აღდგენილია 2023 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო, პრემიერა გაიმართება ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში.
მხარდამჭერები: იმერეთში სახელმჭიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.