ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარდაბანი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

22 დეკემბერი, 2023 • Newpress • 16

გარდაბანი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

22 დეკემბერს, საკრებულოს მიმდებარე ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. სხვადასხვა დეკორაციებითა და ილუმინაციებით მოირთო ქალაქის ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები.

22 დეკემბერს, საკრებულოს მიმდებარე ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. „გარდაბანი წელს განსაკუთრებით ლამაზად არის მორთული, განათებებს შორის არის საახალწლო ილუმინაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადმოეცა ჩვენს მუნიციპალიტეტს. ასევე, მათი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩვენი მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, 3 იანვარს გარდაბანში, საკრებულოს მიმდებარე მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. გელოდებით ყველას.“ დავით კარგარეთელი.

თეგები: თვითმმართველობა