ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

3 თებერვალი, 2024 • ნიუპრესი • 15

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. ისინი სააპელაციო სასამართლომაც პატიმრობაში დატოვა.

ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თეგები: სამართალი