ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ სპექტრს მიღმა, ის იღებს პასუხისმგებლობას – სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი, 2024 • ნიუპრესი • 14

ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ სპექტრს მიღმა, ის იღებს პასუხისმგებლობას – სალომე  ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ კითხვას ასე უპასუხა.

ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკურ სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებით პასუხისმგებლობას იღებს მისი პარტიის ქმედებებზე.

„ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინტერვიუ სრულად

თეგები: პოლიტიკა