|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა იხსნება

3 ადამიანზე მეტი შეკრების შეზღუდვა მოიხსნება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსისაგან განვთავისუფლდით. პრემიერის განცხადებით,  ახლა მნიშვნელობანია ეკონომიკის დროულად გახსნა. 

„ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები. ამასთან სამ ადამიანზე მეტი შეკრების შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შეზღუდვა მოიხსნება ავტომობილით გადაადგილებაზე"- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული მეთორმეტე ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა