|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3-დან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ გამოცხადდა

მთავრობა 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებს აცხადებს.

დადგენილების თანახმად, უქმე დღეები ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის ცხადდება.

"ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად"- წერია მთავრობის დადგენილებაში.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

1,2 და 7 იანვარი სადღესასწაულო დღეებია, აქედან გამომდინარე,  საჯარო უწყებებში ერთკვირიანი არდადეგები ცხადდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა