3 თებერვლამდე მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში - ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი დღეს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში - ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, დღეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 3 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში -მესტია, ბახმარო: 2 თებერვალს დღის ბოლოს და 3 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა