|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა მივლინებებში 3 თვეში 67 297 ლარი დაიხარჯა

3 თვეში ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მიერ მივლინებში  67 297 ლარი დაიხარჯა - ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს  დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი ავრცელებს.
 
საჯარო ინფორმაცია 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს  მოიცავს.  "გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ იანვრის თვიდან 1-ელ აპრილამდე ტურიზმის ცენტრის მიერ განხორციელდა 5 მივლინება უცხოეთში (თურქეთი, პოლონეთი, ისრაელი, გერმანია, უკრაინა), ძირითადად მივლინებების მიზეზი იყო საერთაშორისო გამოფენა ბაზრობებში მონაწილეობა, ხოლო ერთი მივლინება განხორციელდა ქ, თბილისში ტრეინინგ ვორქშოპში მონაწილეობის მიზნით. ამ მივლინებებში სულ დაიხარჯა 67 297 ლარი", - განუცხადა მერაბ მეშველიანმა "ნიუპრესს".
 
 
დეპუტატის  განცხადებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ. "მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ყველა ხარჯის შესახებ, რომელსაც ქალაქის მერია და მერიის სამსახურები გასწევენ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან. მოსახლეობას უნდა ქონდეს საშუალება, შეაფასოს გაწეული ხარჯები და ამ  ხარჯებს და მივლინებებს მოჰყვა თუ არა შესაბამისი კონკრეტული შედეგები, რა სარგებელი მოჰყვა ქალაქისათვის და მოსახლეობისათვის", - აცხადებს მეშველიანი.
 
 შეგახსენებთ, მერიის ააიპ "ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა" გაწეული მუშაობის ანგარიში რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა. 
ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ლილუაშვილის თქმით, 6 თვის მონაცემებით, ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა 76%-ით არის გაზრდილი, რაც ერთგვარად დაკავშირებულია საერთაშორისო გამოფენებსა და მედია ტურებთან.
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა