30 ივლისიდან ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში გამომგზავრება იკრძალება
დღეიდან, 30 ივლისიდან ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება. - ამის შესახებინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს, რომლის ცნობით, საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაში შედის
საელჩოს ინფორმაციით გადაწყვეტილების გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
ავტორი: ნიუპრესი