|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული უცხოეთის მოქალაქე, შესაძლოა, გათავისუფლდეს

ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გათავისუფლდეს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, მიზეზი ნაფიც მსაჯულთა შესაძლო ვერ შერჩევაა.

მათი თქმით, 18 აპრილს ცხრათვიანი ვადა გადის, ამ დრომდე მხოლოდ ნაწილია შერჩეული და თუ მსაჯულების შერჩევა ვერ მოესწრება, ბრალდებული გათავისუფლდება.

ოჯახის ადვოკატები მომხდარს სასამართლო სისტემის გაუმართაობას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაკავებული არ არის სასამართლოს მოქალაქე და გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს.

მათი თქმით, თუ ბრალდებული საპატიმროს დატოვებს, გარდაცვლილის დედა თავის დაწვით იმუქრება.

მკვლელობა ქუთაისში 2020 წლის ივლისში მოხდა. 45 წლის ქალმა განსაკუთრებული სისასტიკით 32 წლის ქალი მოკლა. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი