ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო – FBI

14 ივლისი, 2024 • ნიუპრესი • 12

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო – FBI

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა, კევი როჯეკმა განაცხადა.

„დღეს, საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ არის აქტიური დანაშაულის ადგილი“, – განაცხადა როჯეკმა.

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია, როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი.

„ეფბიაის“ აგენტები, კრიმინალისტები და სხვა პერსონალი მთელი ქვეყნიდან გაგზავნილი არიან პენსილვანიაში.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.

თეგები: უცხოეთი