სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გააწანი სილა რეჟიმს – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

30 იანვარი, 2025 • Newpress • 27

გააწანი სილა რეჟიმს – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

ქუთაისში დღეს მერიის წინ საპროტესტო კარავიც გაიშალა

გააწანი სილა რეჟიმს – ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი ქუთაისში მიმდიმარეობს. უწყვეტი აქციის 64-ე დღეს აქციის მონაწილეები ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ.

ისინი სიმბოლურად ხელს ურტყამენ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძის გამოსახულებიან ფოტოს. ამით ქუთაისელები სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის პატიმარს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინიც მზია ამაღლობელები არიან.

ქუთაისში დღეს მერიის წინ გაიშალა საპროტესტო კარავიც, სადაც აქტივისტები ღამის გათენებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.