შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხვალ, ვანში, სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები იმართება

2 ოქტომბერი, 2026 • Newpress • 105

ხვალ, ვანში, სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები იმართება

რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

 ხვალ, 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება ასევე წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.  ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა.

პრესსპიკერის თქმით,  შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. 

ვანის საარჩევნო უბანზე – სოფელ ფერეთაში გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. 

ცესკოს ცნობით, ოთხივე მუნიციპალიტეტში არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი.  დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი. 

კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. 

 

თეგები: ვანი • შუალედური არჩევნები • ცესკო