სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მირიან ბერულავას სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა

2 თებერვალი, 2025 • Newpress • 19

მირიან ბერულავას სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა

ინფორმაციას დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს.

დაკავებული ჟურნალისტის, მირიან ბერულავას, სახლში ჩხრეკა ჩატარდა – ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს.

“მირიანის მშობლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათთან სახლში ჩხრეკა ჩაატარა სამხარეო პოლიციამ. ამოიღეს და წაიღეს მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი,” – წერს ვალერი თევდორაძე.

ცნობისთვის, მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლს ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.