სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მზია ამაღლობელი 25-ე დღეა შიმშილობს

5 თებერვალი, 2025 • Newpress • 16

მზია ამაღლობელი 25-ე დღეა შიმშილობს

ის კლინიკაში კვლევებისთვის გადაიყვანეს

დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, რომელიც გუშინ, 4 თებერვალს, კლინიკაში გადაიყვანეს შიმშილობას აგრძელებს. როგორც ამაღლობელის უფლებადამცველი გიორგი ხიმშიაშვილი აცხადებს, გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები.

მისივე თქმით, ექიმის რეკომენდაციით, ის კლინიკაში რჩება.

„მზია ამაღლობელი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევები მიზნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის რჩება შიმშილობის რეჟიმში და აგრძელებს შიმშილობას “, – განაცხადა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, დღეს მზია ამაღლობელის შიმშილობის 25-ე დღეა.