სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების საქმის განხილვა დაიწყო

10 თებერვალი, 2025 • Newpress • 19

ქუთაისის სასამართლოში სამოქალაქო  აქტივისტების საქმის განხილვა დაიწყო

ცხრა ადამიანის საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

„თავისუფლება მზიას”, „ცეცხლი ოლიგარქიას”- ამ შინაარსის მოწოდებები ისმის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პროცესზე დასასწრებად და სოლიდარობისთვის არიან შეკრებილი. მათ სასამართლოს ფოიეში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ასე შეაცილეს ის პირები დარბაზში, რომელთა პროცესიც იმართება.

ცხრა ადამიანის საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.