სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შიმშილობის 34-ე დღეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მიიჩნევენ

14 თებერვალი, 2025 • Newpress • 32

შიმშილობის 34-ე დღეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მიიჩნევენ

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი კლინიკა ვივამედში იმყოფება.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი,- განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შიმშილობის 34-ე დღეს.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურია. კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი“,-აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, , მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.