სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფოთში გამართულ ტურნირზე ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

15 თებერვალი, 2025 • ნიუპრესი • 24

ფოთში გამართულ ტურნირზე ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა მიულოცეს.

ფოთში გამართულ ოლიმპიური პრიზიორის ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ქუთაისელმა მოკრივეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ტურნირში ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, აკაკი კაკაურიძის სახელობის #18 სპორტსკოლის 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირზე ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.