წყალტუბოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალა ამოიღეს , – ინფპორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი – 1998 წელს დაბადებული თ.ს. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმატყვიამფრქვევი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი, დამბაჩა, 2 მჭიდი და 69 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 21 პირი.
February 17, 2025
ამოიღებულია ტყვიამფრქვევი, პისტოლეტი, რევოლვერი – წყალტუბოში 2 პირი დააკავეს