სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში კვლავ არ მიიღო

19 თებერვალი, 2025 • Newpress • 20

მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  წარმოებაში კვლავ არ მიიღო

უფლებადამცველები, ამჯერადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო. როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო.

უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ.

სააპელაციო სასამართლომ მეორედ არ მიიღო საქმე წარმოებაში.

“ნეტგაზეთისსა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. მზია ამაღობელმა პროტესტის ნიშნად 38 დღე იშიმშილა.