სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია მეტადონის პროგრამით მოსარგებლე პირი

20 თებერვალი, 2025 • Newpress • 19

სპეცოპერაცია ქუთაისში – დაკავებულია მეტადონის პროგრამით მოსარგებლე პირი

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა. მას ადგილზე ჩაუტარდა ჩხრეკა. როგორც ადგილზე განმარტეს, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება […]

ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა.

მას ადგილზე ჩაუტარდა ჩხრეკა.

როგორც ადგილზე განმარტეს, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.