სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირმა ცემა

21 თებერვალი, 2025 • Newpress • 25

როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირმა ცემა

პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან ტრავმატოლოგიურში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, დამაკმაყოფილებელია. ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ჩვეულებრივ პალატაშია გადაყვანილი.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ.

ახალგაზრდა ქალი, დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდსა და კიდურებზე ქონდა. დაუზუსტებელი ინფორაციით, მასზე სასულიერო პირმა იძალადა და მიატოვა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომლმაც განაცხადა, რომ გზაზე იპოვა. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.