ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი სოფიო როინიშვილი სკოლიდან გაათავისუფლეს

24 თებერვალი, 2025 • ნიუპრესი • 23

ქუთაისელი პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი  სოფიო როინიშვილი სკოლიდან გაათავისუფლეს

როინიშვილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ქუთაისში პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს. სოფიო როინიშვილი მუსიკის მასწავლებელია და მე-6 საჯარო სკოლაში მუშაობდა.

თავად სოფიო როინიშვილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ამას მის აქტივისტობას უკავშირებს. ის საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას, გამართული აქვს ხმაურიანი პერფორმანსები.

ოფიციალურად სოფიო როინიშვილი მე-6 სკოლის დირექტოემა სასტიკი საყვედურის საფუძველზე გაათავისუფლა.