შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

კულტურა • სიახლეები

„ბარნაბ გალერეაში” მულტიმედიური გამოფენა გაიმართება

2 ოქტომბერი, 2026 • Newpress • 124

„ბარნაბ გალერეაში” მულტიმედიური გამოფენა გაიმართება

გამოფენაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

OPEN CALL – “ფრაგმენტები”, – ამ სახელწოდების გამოფენის გამართვა ნოემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.

„„ფრაგმენტები” – მულტიმედიური გამოფენაა ქუთაისში, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფიას, ვიდეოსა და ციფრულ ხელოვნებას.

თემის ინტერპრეტაცია – ფორმის, ტექნიკისა თუ კონცეფციის დონეზე – სრულიად თავისუფალია.

ჩვენი სურვილია, ამ გამოფენით ქუთაისში შევქმნათ ახალი შესაძლებლობა შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, იდეების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ფაილები გამოგვიგზავნეთ ლინკზე მითითებული ფორმატის ხედვით ელ-ფოსტაზე: barnab.gallery@gmail.com

გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი“, – აცხადებს გალერეა.

თეგები: ბარნაბ გალერეა • გამოფება