ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დიდთოვლობამ მწყობრიდან გამოიყვანა ენერგო ინფრასტრუქტურა – „ენერგო-პრო ჯორჯია“

26 თებერვალი, 2025 • ნიუპრესი • 17

დიდთოვლობამ მწყობრიდან გამოიყვანა ენერგო ინფრასტრუქტურა – „ენერგო-პრო ჯორჯია“

კომპანიის ცნობით, დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, – ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება.

დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგო ინფრასტრუქტურაც.

სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება.

ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგო ინფრასტრუქტურაც და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.